четверг, 14 ноября 2013 г.

კონკურსი "გაიცანი ჩემი რაიონი"

კონკურსი "გაიცანი ჩემი რაიონი"

კონკურსი "გაიცანი ჩემი რაიონი"


1. პროექტის მთავარი იდეა  1-2 წინადადებით:

მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლა. სოფლის დადებითი მხარეების წარმოჩენა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.
 
2. პროექტის  აქტუალობა

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის ქსოვრისის ისტორიას,მოიძიებენ ინფორმაციას მის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე,მოახდენენ სოფლის წინაშე მდგარი პრობლემების  წარმოჩენას.

3. პროექტის მიზანი

სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში
გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, მასალების დამუშავება ისტ-ის გამოყენებით.

კვლევა-ძიების უნარების განვითარება;
სტატიების მომზადება თანამშრომლობითი;
საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების;
გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
პრობლემის წამოჭრის უნარ-ჩვევა

4. მონაწილეთა ასაკი/კლასი-13-14 წლის/VIII-IX კლასი

5. პროექტის განხორციელების ვადები/ხანგრძლივობა:

21 ოქტომბერი-11 ნოემბერი/20 დღე



6. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: 

  • ფოტომასალა
  • ჩანაწერები
  • სტატიები სოფლის შესახებ
  • პროექტის ვებგვერდი


7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

_ კომპიუტერი,ინტერნეტი,ციფრული კამერა
__ საჭირო ლიტერატურა
 __საწერი მასალა

8. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
აქტ,1) მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის კონკურსის პირობების გაცნობა

აქტ.2) მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის
        საინტერესო   აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება

აქტ.3) ორგანიზაციული საკითხები:
     __ჯგუფების შექმნა
    __ფუნქციების განაწილება
     __კონკრეტული დავალებების მიცემა

 აქტ.4) მუშაობის  დაწყება:
მოსწავლეთა  ერთ  ჯგუფს  დაევალება ქსოვრისის  შესახებ  ისტორიული  მასალების
მოძიება  ლიტერატურული  წყაროების  დახმარებით. მეორე ჯგუფს -ინფორმაციის    მოპოვება ისტ-ის მეშვეობით, მესამე ჯგუფს-ფოტოების გადაღება, ხოლო მეოთხე ჯგუფს-სოფლის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა.

აქტ.5) შესრულებული სამუშაოს  შეჯამება, მოძიებული მასალის განთავსება ბლოგზე.

აქტ.6) პროექტის შეფასება

  • დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
  • პრეზენტაციის უნარი
  • მსჯელობა
  • წერითი სამუშაო
  • პრობლემების წარმოჩენა


9. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა.
გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში( ინფორმაციის მოძიება,დახარისხება, პრეზენტაციის მოწყობა, ვებგვერდის შექმნა).

მთავარი